რუთისი 4:11
10. და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.11. და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.12. და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი! დ
რუთისი თავი 4