რუთისი 2:9
8. და ჰრქუა ბოოზ რუთს: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ კრებად სხჳსა ყანასა და ნუცა განეშორები, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.9. და თუალნი შენნი იგენ ყანასა მას, სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა, მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რათა არა გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭლად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.10. და დავარდა რუთ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოზს: რაჲ არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ?
რუთისი თავი 2