რუთისი 1:5
4. და მოიყვანნეს ძეთა მათ მისთა თავისა თჳსისა ცოლნი მოაბელნი, სახელი ერთისა მის ურიფა და სახელი მეორისა მის რუთ. და იყოფოდეს მუნ ვიდრე ათად წლადმდე.5. და მოსწყდეს ორნივე იგი ძენი მისი, მალონ და ქალეონ. და დაშთა მარტო დედაკაცი იგი ქმრისაგან თჳსისა და ორთაგან ძეთა მისთა.6. და აღდგა დედაკაცი იგი და ორნივე იგი ძის ცოლნი მისნი და მოიქცეს იგინი ქუეყანით მოაბისაჲთ სოფლად ჰურიასტანისა, რამეთუ ესმა მათ ქუეყანასა მას მოაბისასა, ვითარმედ მოჰხედა უფალმან ერსა თჳსსა მოცემად ნაყოფისა.
რუთისი თავი 1