მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხუთაჲ 9:12

11. თთუესა მას მეორესა, მეათოთხმეტესა დღესა, მიმწური, ყონ იგი, უცომოსა თანა ველისყრდელითა ჭამონ იგი.12. და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.13. და კაცი, რომელი წმიდა იყოს და გზასა შოვრსა არა იყოს და დააკლოს ყოფად ვნებაჲ, მოიჴოცოს სული იგი შორის ერისა თჳსისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა არა შეწირა ჟამსა თჳსსა, ცოდვაჲ მოიღოს კაცმან მან.
რიცხუთაჲ თავი 9
12. და არა დაუტეონ მისგანი განთიადმდე და ძუალი არა განტეხონ მისგანი, შჯულისა მისებრ ვნებისა ყონ იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (19,35).:

...ვიყავ და ვიხილე, და ჭეშმარიტ არს ესე. რამეთუ ენება მახარებელსა, რაჲთამცა მწვალებელთა პირი დაუყო, რომელნი-იგი შემდგომად მისა გამოჩინებად იყვნეს; ამისთჳს დაამტკიცებს სიტყუასა მას. და აღესრულა აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ვითარმედ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“ ; (19,36). რამეთუ სიტყუაჲ ესე დაღაცათუ ტარიგისა მისთჳს, ჰურიათა მიერ დაკლულისა, თქუმულ არს, არამედ სახჱ იგი ამის ჭეშმარიტებისათჳს იყო. ჰხედავა, ვითარ ისწრაფის დამტკიცებად სიტყუათა ამათ და სარწმუნო-ყოფად შეურაცხისა მის საქმისა? რამე-თუ ჯუარ-ცუმისა უმეტესი შეურაცხებაჲ იყო გუამისა მის მომკუდრისა მოწყლვაჲ. არამედ იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ესე ყოველი ვთქუ მოსწრაფებით, რაჲთა გრწმენეს“. ნუმცა ვინ უკუე ურწმუნო არს, ნუცა ჰრცხუენის და დაჰფარავს ჩუენთა ამათ საქმეთა, რამეთუ უფროჲსად რომელნი ვითარცა შეურაცხებისა და ყუედრებისა მიზეზად ჩანან, იგინი არიან ჩუენნი კეთილნი და პატიოსნებანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მოწაფჱ იყო იგი სამეოცდაათთაგანი, და სთხოვა პილატეს გუამი უფლისაჲ, ხოლო...

სრულად ნახვა