რიცხუთაჲ 6:18
17. და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი.18. და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ.19. და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.
რიცხუთაჲ თავი 6