რიცხუთაჲ 5:16
15. და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.16. და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.17. და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.
რიცხუთაჲ თავი 5