რიცხუთაჲ 4:31
30. ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი ვიდრე ერგასისა წლადმდე ყოველი, რომელი შევიდოდის მსახურებად და საქმედ კარავსა მას წამებისასა.31. და ესე არს საცავი აღსაღებელი მათ მიერ ყოვლისავე მისებრ საქმისა მათისა კარავსა მას შინა წამებისა, სუეტისთავნი იგი კარვისანი და მოქლონები იგი და სუეტები იგი და ხარისხები მისი გარდასაბურველი და ხარისხები მათი და სუეტები იგი მათი და საბურველი იგი კარისა მის კარვისაჲ.32. და სუეტები იგი ეზოჲსა მის გარემო და ხარისხები მათი და სუეტნი იგი კრეთსაბმელისა ბჭისა მის ეზოჲსანი და ხარისხები მათი და მანაები მათი და საბლები იგი მათი და ყოველი სამსახურებელი მათი, სახელად-სახელად აღიხილნეთ იგინი და ყოველივე ჭურჭერი საცავი აღსაღებელი მათ მიერ.
რიცხუთაჲ თავი 4