რიცხუთაჲ 34:14
13. და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა,14. რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი.15. ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა.
რიცხუთაჲ თავი 34