რიცხუთაჲ 30:7
6. უკუეთუ არა თავს-დებით არა ითავსოს მამამან მისმან დღესა მას, რომელსა ესმეს ყოველი აღთქუმაჲ იგი მისი და დროებანი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, არა დადეგინ და განწმიდოს იგი, რამეთუ არა თავს-იდვა მამამან მისმან.7. უკუეთუ ყოფით ქმრისცოლი იყოს იგი ბაგითა თჳსითა და დროებანი იგი, რომელ დრო-ყვნა თავისა თჳსისათჳს.8. და ესმეს ქმარსა მას მისა დღესა მას, რომელსა ესმეს მას და დაუდუმნეს მას. და ესრეთ დაემტკიცნენ ყოველნი აღთქუმანი მისნი დროებანი მისნი, რომელ დრო-ყუნა თავისა თჳსისათჳს, დადეგინ იგი.
რიცხუთაჲ თავი 30