მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხუთაჲ 24:9

8. ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.9. ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.10. და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.
რიცხუთაჲ თავი 24
9. ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი II
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
2:7-12 — ჰეროდეს ხრიკი, მოგვთა თაყვანისცემა და ძღვენი:

...ც მშრალი მური ხომ სინესტეს აშრობს და ამით მატლების წარმოშობას უშლის ხელს. ნახე რწმენა მოგვებისა! მათ ბალაამის წინასწარმეტყველებიდან ისწავლეს, რომ უფალი ღმერთიც იქნებოდა და მეფეც და რომ ის ჩვენთვის მოკვდებოდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველებასაც მოუსმინე: ინახ-იდგა და განისვენა ვითარცა ლომმან, ვითარცა ბოკვერმან (), "ლომი" მეფურ დიდებას ნიშნავს, ხოლო "ინაჴიდგა" - სიკვდილს. "მაკურთხეველი შენი იკურთხევა". აჰა, ღმრთეება, რადგანაც ძალა კურთხევისა მხოლოდ ღმრთეებრივ ბუნებას აქვს.

12. და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მიაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით წარვიდენ სოფლად თჳსა. - ყურადღება მიაქციე თანმიმდევრულობას! ღმერთი რწმენისკენ მათ ჯერ ვარსკვლავით წარმოუძღვა, შემდეგ, იერუსალიმში მისულებს, წინასწარმეტყველის მიერ ასწავლა, რომ ქრისტე ბეთლემში იშვებოდა, ხოლო ბოლოს - ანგელოზის მეშვეობით. მათ ირწმუნეს წინასწარმეტყველებისა, ანუ ღმრთეებრივი სიტყვისა და როცა ღმრთისაგან გამოცხადება მიიღეს, ჰეროდე მოატყუეს, არც მის დევნას შეუშინდნენ და ახალშობილის ძალით გამხნევებულნი ჭეშმარიტი მოწმენი გახდნენ.

2:13-15 — ლტოლვა ეგვიპტეში

**13. და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგ...

სრულად ნახვა