...მოუჴდებიან მღდელობასა არაღირსებით, კეთილმცა იყვნეს; არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტირილისა არიან, არამედ მათთა სამწყსოთა არა უჴმს შეურაცხ-ყოფაჲ. რამეთუ უკუეთუ შენ კეთილად იყო, მისისა ბოროტისაგან არარაჲ გევნების, და უკუეთუ ღმერთმან ვირისა მიერ სწავლაჲ გამოაჩინა1 და მოგჳსა მიერ კურთხევაჲ მოჰფინა, თქუენმცა არა მოგცა მადლი მღდელთა მიერ და სული წმიდაჲ მოგანიჭოს? რამეთუ არცა წმიდაჲ სიწმიდითა თჳსითა მოიყვანებს მადლსა მას, არამედ მადლი იგი იქმს ყოველსავე; რამეთუ არა თუ კაცი მღდელი, არამედ არცა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი რასა იქმს ნიჭთა მათ შინა ღმრთისათა, არამედ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ არს, რომელი ყოველსა განაგებს, ხოლო მღდელი თჳსსა ენასა ავასხებს და ჴელსა მისცემს. რამეთუ რადმცა ევნებოდა მადლსა მას მღდელისა მის მიერ მორწმუნეთა ზედა? ამისთჳს უკუე, რომელთა ესე უწყით, ღმრთისაგანცა გუეშინოდინ და მღდელთა პატივ-ვსცემდეთ, რაჲთა ესრეთ სასყიდელი მოვიღოთ ღმრთისაგან მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
რიცხუთაჲ 24:1
1. და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.2. და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა.
რიცხუთაჲ თავი 24