რიცხუთაჲ 22:5
4. და ჰრქუა მოაბ მოხუცებულთა მადიამისათა: აწ აღლოშოს კრებულმან ამან ყოველი გარემოჲს ჩუენსა, ვითარცა აღლოშის ზროხამან მწუანე ველისაგან. და ბალაკ, ძე სეფორისი, მეფე მოაბისაჲ იყო მას ჟამსა ოდენ.5. და მიავლინნა მოციქულნი ბალაამისსა ძისა ბეორისსა ფათურაჲსსა, რომელ არს მდინარესა ზედა ქუეყანასა ზედა, ძეთა ერისა თჳსისათა, მოხადად მისა და რქუმად მისა: აჰა, ესერა, ერი გამოჴდა ეგჳპტით. აჰა, ესერა, დაიფარა პირი ქუეყანისაჲ, და ესე დადგრომილ არს მახლობელად ჩემსა.6. და აწ მოვედ და წყევე ერი ესე, რამეთუ უძლიერეს არს ესე ჩემსა. უძლოთ ხოლო თუ მოსრვად მათგანთა და განვასხნეთ იგინი ქუეყანით, რამეთუ უწყი, რომელნი აკურთხნი შენ, კურთხეულ არიედ და, რომელნი სწყევნი შენ, წყეულ არიედ.
რიცხუთაჲ თავი 22