რიცხუთაჲ 14:15
14. არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.15. და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი.16. რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა.
რიცხუთაჲ თავი 14