რიცხუთაჲ 14:13
12. მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა.13. ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან.14. არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.
რიცხუთაჲ თავი 14