...კრულთაგან ჯოჯოხეთისათა, აღიყვანა ზეცას და დასუა საყდართა დიდებისათა. ამის ყოვლისა რაჲმცა იყო უსაკჳრველეს ანუ უსაწადელეს სმენად და ხილვად?! განაგდეთ უკუე ძილი და უდებებაჲ, რამეთუ აჰა ესერა ვხედავ ბჭეთა განღებულთა. შევიდეთ წესიერებით, სიწმიდით და შიშით, „შევიდეთ ბჭეთა მისთა აღსაარებითა და ეზოთა მისთა გალობითა“. ხოლო რაჲ არს შესავალსა ოდენ კარისასა?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, მახარებელო, მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისათჳს თხრობად ჴელ-ჰყავ და დავითს აჴსენება, კაცსა შემდგომად ბევრეულთა ნათესავთა შობილსა, და ამას სახელ-სდება მამად მისა და მშობელად? დრო მეც მცირედ, ნუ ყოველსავე ერთბამად ეძიებ ცნობად, რამეთუ ჯერეთ შესავალსა სდგა კარისასა; ჯერეთ გარეშჱ ესე ვერ გიცნობიეს, რად ისწრაფი უკუე უშინაგანესსა მას ხილვად? არა მის შობისათჳს გითხრობ, რამეთუ გამოუთარგმანებელ არს და მიუწთომელ, და ესე პირველ ჩემსა ესაია წინაწარმეტყუელმან გაუწყა, რამეთუ ქადაგებდა რაჲ წინაჲსწარ ვნებასა მისსა და დიდსა მას კაცთა მიმართ წყალობასა, განკჳრვებულ იყო, თუ რაბამისა დიდებისაგან რაბამსა სიმდაბლესა მოვიდა. ამისთჳს ღაღატ-ყო და თქუა: „თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას?“...