მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 90:6

5. საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.6. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
ფსალმუნნი თავი 90
6. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. მონაზონთა მღვიძარება და საგალობლებით ცხოვრება:

...და: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ" (); და კვლავ: „არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა" (); და კვლავ: „შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი" () — ამით მათი ღვთისადმი მხურვალე სიყვარული ჩანს. ხოლო როცა კვლავ ანგელოზებთან ერთად გალობენ — რადგან მაშინ ანგელოზებიც გალობენ — და ამბობენ: „აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა" (), მაშინ, როცა ჩვენ ვამთქნარებთ, ვიფხანთ, ვხვრინავთ, ან უბრალოდ ზურგზე ვწევართ და ათასგვარ ამაო მოტყუებაზე ვფიქრობთ, როგორია, რომ ისინი მთელ ღამეს ამაში ატარებენ?

როცა კი დღე უნდა გათენდეს, უკვე ისვენებენ; და როცა ჩვენ საქმეებს ვიწყებთ, მათ დასვენების დრო აქვთ. დღე რომ დადგება, ჩვენგან თითოეული მეორეს უხმობს, ხარჯებზე საუბრობს; თუ ბაზარში მიდის, მთავარს წარუდგება, კ...

სრულად ნახვა