...როგორ ამბობს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ ().
და თვით ეს წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (). რადგან მრავალსახეა ეს მხეცი; მაგრამ თუ ვიფხიზლებთ, ეს ლომი და ვეშაპი ყოველგვარ ტალახზე უფრო უღირსი იქნება, და ჩვენ წინააღმდეგ პირდაპირ საბრძოლველადაც ვერ დადგება; ხოლო თუ დადგება კიდეც, დაითრგუნება. რადგან ამბობს, რომ მოცემული გვაქვს „ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა“ (). რადგან, ერთი მხრივ, დიდი მძვინვარებით დაეხეტება, როგორც ლომი; მაგრამ თუ თავს დაესხმება მათ, ვისაც ქრისტე აქვთ, შუბლზე ჯვარი, სულიწმინდის ცეცხლი და არასოდეს ჩამქრალი ლამპარი, შეხედვასაც ვერ შეძლებს; ზურგს შეაქცევს და წავა, მოტრიალებასაც კი ვერ გაბედავს. და რათა გაიგო, რომ ნათქვამი ქადილი არ არის, პავლეს შეხედე. რად...