მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 9:7

6. შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ; სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.7. მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;8. და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თჳსი.
ფსალმუნნი თავი 9
7. მტერსა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად და ქალაქნი აღაოჴრენ; წარწყმდა საჴსენებელი მათი ღაღადებით;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...მეორესა მასცა ავაზაკსა აბრალობდა, და უფროჲსღა ეშმაკსა, რომელი პირითა მის ავაზაკისაჲთა ზრახვიდა. განცჳბრებულ იყო ამას ზედა მაცთური იგი, ბილწი და მყრალი. რამეთუ ყოველივე საჭურველი მისი და მახჳლი, რომლითა ჰბრძოდა უფალსა, უჴმარ იქმნა, ვითარცა წერილ არს: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნი მისნი აღოჴრდეს“.

მაშინ უღონომან მან და უძლურმან ესეცა მოიპოვა ღონე და აღძრა მსახურნი იგი თჳსნი, რაჲთამცა ასუეს უფალსა ძმარი ნავღლითა განზავებული; და არა იცოდა ცოფმან მან, ვითარმედ ამასცა სავნებელად თავისა თჳსისა იქმოდა. რამეთუ სიმწარე იგი რისხვისაჲ მის, რომელი მოიწია ჩუენ ზედა გარდასლვითა მით მცნებისაჲთა, რომლისა მიერ ყოველთა ზედა იქადოდა, მისცა მაცხოვარსა ჴელითა მით მტარვალთაჲთა.

ხოლო ტკბილმან მან უფალმან მიიღო იგი და განაქარვა და ძმრისა წილ გჳწდია ჩუენ ღჳნოჲ იგი, რომელი სიბრძნემან განზავა ტაკუკთა შინა თჳსთა, ხოლო ნავღლისა წილ მოგუმადლნა სიტყუანი თჳსნი, რომელნი უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა მის გოლეულისა. რამეთუ ვინაჲთგან მან მიიღო სიმწარე ჩუენი, გუეტყჳს ჩუენ: „განიცადეთ და იხილეთ, რამე-თუ ტკბილ არს უფალი“.

ხოლო ვითარცა ამისცა ღონისაგან ცარიელ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...ათა მიერ ბოროტთა, ნუცა ისმენ პასუხსა მისსა. უკუეთუ გეტყოდის: მე არა მნებავს, გარნა ეშმაკი მაიძულებს ბოროტისა წურთად, იგი მოვალს, იგი მებრძვის, არქუ მას: უკუე-თუმცა შენ არა გინდა, ეშმაკსა ვერარაჲ ძალ-უც, ქრისტესა შეუმუსრავს ძალი მისი, მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნი საცთურისა მისისანი აღაოჴრდეს.

უკუეთუ კუალად გრქუას, ვითარმედ: ჴორცთა თანა შეერთებულ ვარ და მათ თანა მელმის, სოფელსა შინა მკჳდრ ვარ, არქუ მას: ეგე ყოველი სიტყუაჲ ცუდ არს და ამაო. მას ვისმე წმიდასა არა ჴორცნი ემოსნესა? იგი ვინმე მართალი არა სოფელსა ამას შინა იყოა? ვითარ იგინი წარემატნეს სათნოებითა, და შენ ჰმიზეზობ მიზეზთა ცოდვისათა? და შენ თჳთვე მას რომელსამე ჟამსა არა ჴორცთა შინა იყავა? არა სოფელსა მკჳდრ იყავა? ვითარ მაშინ, ეკრძალებოდე რაჲ თავსა შენსა, ყოველივე ძალ-გედვა და აწ ესრეთ იტყჳ? დაღაცათუ ფრიად ელმოდის სიტყუათა ამათ ზედა, შენ ყოვლადვე ნუ ულხენ, რამეთუ მო-თუ-სწყლა იგი, არა მოკუდეს, არამედ სიკუდილისაგან იჴსნე.

უკუეთუ თქუას: მან ვინმე განმარისხა, არქუ: თანაგაც ვნებაჲ და არა განრისხებაჲ; უკუეთუ თქუას: პირმან მან სახნიერმან მომწყლა ვნებითა, არქუ მას: და რაჲსათჳს არა გეპყრნეს თუალნი შენნი კრძალულად? არქუ მას, ვითარმედ: არა სარგებელ არიან შენდა მიზეზნი ე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ:

...ა ცოდვაჲცა ნებასა ჩუენსა არს, და ვინაჲცა გუენებოს, მივალთ. რამეთუ უკუეთუ ვინებოთ მოქცევაჲ ბოროტისაგან და ქმნაჲ კეთილისაჲ, არავინ არს დამაყენებელ ჩუენდა, ვერცა რაჲ ძალ-უც ეშმაკსა დაბრკოლებად ჩუენდა, რამეთუ უძლურ არს იგი ძალითა ქრისტესითა და შეურაცხ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად“.

და კუალად, უკუეთუ გუენებოს მიცემად თავნი ჩუენნი უკეთურებასა, იძულებით და უნებლიეთ ღმერთი არა დაგუაყენებს, რამეთუ თჳთმფლობელად დაჰბადა ბუნებაჲ პირმეტყუელთაჲ. ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს და არა არს ცილობაჲ, შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი სლვად იწროსა მას გზასა სათნოებისასა შიშით და სასოებით: შიშით - ორკერძოთა მათ კაპანთათჳს, ხოლო სასოებით - წინამძღურისა მის ჩუენისა ქრისტესთჳს. ვიდოდით ფრთხილად და მღჳძარედ, რამეთუ უკუეთუ ვის მიერულოს უდებებით, დაცემად არს ანუ მარჯუენით, ანუ მარცხენით. არა ჰხედავთა დავით წინაჲსწარმეტყუელსა, ვითარ ოდეს იგი მცირედ უდებ იქმნა, მეყსეულად შთავარდა მთხრებლსა მას ცოდვისასა, გარნა ადრე აღდგა მადლი-თა ღმრთისაჲთა.

აწ უკუე, კაცო, ნუ ამას ხოლო ხედავ, თუ ცოდა, არამედ იგი განიცადე, ვითარ განიბანა ცოდვაჲ იგი; რამეთუ ამისთჳს აღწერილ არს საქმე იგი, არა თუ რაჲთა დაცემაჲ მისი იხილო, არამედ რაჲთა აღდგომაჲ მისი გიკჳრდეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...ევისა მორწმუნეთა და დამჴსნელად მძლავრებასა მას უკეთურისასა. ამას ზედა ქალაქნიცა მრავალნი, რომელნი მჴურვალებით აღბორგდეს ბრძოლასა მას ქრისტეანეთასა, რომელნიმე ზღუამან დაფარნა, და რომელნიმე ძრვამან აღაოჴრნა, რაჲთა აღესრულოს აქაცა სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ: „მტერისა მახჳლსა მოაკლდა სრულიად, და ქალაქნი აღაოჴრდეს“. და კუალად, ინება რაჲ გამოკრეხაჲ და დატყუენვაჲ ეკლესიათაჲ და ჭურჭელთა მათ სამღდელოთა წარტაცებაჲ, განაჩინნა ამას ზედა მეჭურჭლეთმთავარი იგი თჳსი და სხუაჲ ვინმე დედისძმაჲ და სეხნაჲ მისი, რომელნი-იგი სტანჯვიდეს მღდელთა და უწყალოდ ჰგუემდეს შეწამებად, უკუეთუ სადა არს დამარხული სამკაული ეკლესიათაჲ ოქროჲსაჲ გინა ვეცხლისაჲ. და ვითარ-იგი ჰგუემდეს მონათა მათ ღმრთისათა, მეყსეულად ერთი იგი განსქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი, და მეორე იქმნა საჭმელ მატლთა, და მიმწუხრამდე მწარედ აღმოჰჴდა მას სული. და კუალად, მი-რაჲ-ვიდა წყაროსა მას ზედა დიდსა ურჩულოჲ ივლიანე და მსხუერპლი შეწირა ეშმაკთა მიმართ, და მასვე ჟამსა წყაროჲ იგი, რომელი ვითარცა მდინარე დიდი დიოდა, განჴმა. არა სასწაული დიდი იყოა? და მერმე ანაზდაჲთი იგი სიყმილი, რომელი ყოველსა მას სამეფოსა მის უღმრთოჲსასა მოიწია, არა სამხილებელი იყოა მისი? და ვითარცა ამის ყოვლისაგან არა შე...

სრულად ნახვა