მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 9:15

14. მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან,15. რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;16. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელცა ქმნეს; მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერჴი მათი.
ფსალმუნნი თავი 9
15. რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკუდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:17-19 — ეკლესიის დაფუძნება კლდეზე:

...გვარად, ეკლესიამ მრავალ მდევნელსა და ერეტიკოსზე გაიმარჯვა. ყოველი ჩვენგანი ეკლესიაა, რადგან სახლია ღმრთისა. ასე რომ, უკეთუ ქრისტეს აღმსარებლობაზე მტკიცედ ვდგავართ, ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ ცოდვები ჩვენზე ვერ გაიმარჯვებენ. ამაღლებულ იქნა რა ამ ბჭეთა ზედა, დავითმა თქვა:რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა (). რომელ ბჭეთაგან, დავით? ორი ბჭისაგან - მკვლელობისა და მრუშობისა.

19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.- ქრისტე, ვითარცა ღმერთი და ძალაუფლების მქონე, ეუბნება: როგორც მამამ შენ გამოცხადება გიბოძა, ასევე მე გასაღებს მოგცემ. გასაღებში ცოდვათა შემკვრელი და გამხსნელი მიტევებანი ან აკრძალვანი იგულისხმე, რადგან, მათ, რომელნიც მსგავსად პეტრესი, ეპისკოპოსოპის მადლის მიღების ღირსი გახდნენ, მიტევებაც ხელეწიფებათ და შეკვრაც თუმცა მხოლოდ პეტრეს მიმართ თქვა: მიგცნე შენ, მაგრამ ყველა მოციქულს მიეცა; როდის? როცა უფალმა უთხრა მათ: "ვისაც თქვენ მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ". მიგცნემომავალ, ანუ აღდგომის შემდეგ დროს აღნიშნავს. ზეცად სათნოებანი იწოდება, ხოლო მათ გასაღებად - ღვაწლნი, რადგან სათნოებათაგან თი...

სრულად ნახვა