...მზე, წინაშე ჩემსა, და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე“** (). და არა მხოლოდ მთოვარის წინ, რადგან მამაზეც ამბობს: „პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ“ (). არა მხოლოდ საუკუნიდან, არამედ საუკუნემდეც; და არც მხოლოდ საუკუნემდე, არამედ უსასრულოდ არის. ამიტომ სიტყვებზე ნუ წაბორძიკდები, არამედ აზრი ღვთის შესაფერისად მიიღე. და იხილე წინასწარმეტყველის სიბრძნე.
ფსალმუნი აქედან არ დაუწყია: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (), არამედ ჯერ მისი აღსრულებული საქმეები აჩვენა და საქმეთაგან გამოაცხადა იგი, შემდეგ კი უფლისგან აჩვენა მისი ღირსება. ასევე თავადაც ამბობდა: „უკუეთუ არა ვიქმ საქმესა მამისა ჩემისასა, ნუ გრწამნ ჩემი. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ“ (), რათა, როცა გაიგებ, რო...