...მაშ რა? მხოლოდ მთიების წინ არის? არავითარ შემთხვევაში. რადგან სხვაგანაც ამბობს: „საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა, და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე“ (). და არა მხოლოდ მთოვარის წინ, რადგან მამაზეც ამბობს: „პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ“ (). არა მხოლოდ საუკუნიდან, არამედ საუკუნემდეც; და არც მხოლოდ საუკუნემდე, არამედ უსასრულოდ არის. ამიტომ სიტყვებზე ნუ წაბორძიკდები, არამედ აზრი ღვთის შესაფერისად მიიღე. და იხილე წინასწარმეტყველის სიბრძნე.
ფსალმუნი აქედან არ დაუწყია: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (), არამედ ჯერ მისი აღსრულებული საქმეები აჩვენა და საქმეთაგან გამოაცხადა იგი, შემდეგ კი უფლისგან აჩვენა მისი ღირსება....