მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 87:7

6. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.7. დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.8. ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.
ფსალმუნნი თავი 87
7. დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).:

...რაჟამს მდაბალსა თანა მივიდეს, მას არაჲ ევნების დიდებისა თჳსისაგან, ხოლო მდაბალსა მას აღამაღლებს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა უფალმანცა ქმნა, რამეთუ თჳსი ბუნებაჲ არა თუ დაამცირა გარდამოსლვითა მით, ხოლო ჩუენ, „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი“, ; ; (106,10,14) აღგუამაღლნა და მიგჳყვანნა დიდებასა მას მიუწდომელსა. რამეთუ მეფჱცა უკუეთუ გლახაკსა ვისმე სიტკბოებით ეტყოდის, თავსა თჳსსა არას ავნებს, ხოლო მას პატიოსანჰყოფს. და უკუეთუ უნდოსა ამას შინა ბუნებასა კაცთასა დიდებულსა გლახაკსა თანა ყოფისაგან არაჲ ევნების, უხრწნელსა მას და შეუხებელსა ბუნებასა რაჲმცა ევნო, რომლისა პატივი არა მოპოვნებული არს, ვითარიგი კაცისაჲ, არცა მომავალი და კუალად წარმავალი, არამედ ყოველივე მისი შეურყეველ არს და მტკიცე უკუნისამდე. და ამისთჳს რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ნუ შეშფოთნები. არა თუ არსებაჲ ბუნებისა მისისაჲ ჴორციელად შეცვალა, რამეთუ ამისი მოგონებაჲცა საშინელ არს, არამედ მისი ბუნებაჲ, ვითარ იყო, ჰგიეს, და ხატი მონისაჲცა შეიმოსა. ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე იყო ჴორცთა...

სრულად ნახვა