„დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ფსალმუნი დავითისი“ ().
„უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ ().
1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე
წინა ფსალმუნში ამბობდა: „აუვარო უფალსა სიმართლითა მისითა და უგალობდე სახელსა უფლისა მაღლისასა“ (); აქ კი აღთქმას ასრულებს და მას საგალობელს აღუვლენს. და იქ ნათქვამი თითქოს ერთი პირისაგან არის, რადგან ამბობს: „უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე“ (). აქ კი ნათქვამი თითქოს მრავალთა პირით არის. რადგან ამბობს: „უფალო, უფალო ჩუენო, ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი“ (). მაგრამ დუმილი დაიცავით და ყურადღებით ისმინეთ. <span...