...სწაულთა მისთა გამოცხადებისა, აღესრულებოდა რაჲ ქებისა შესხმაჲ იგი ყრმათაჲ, ისმინე, ვითარ მოასწავა წინაწარმეტყუელმან: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და კუალად: „ვიხილენ მე ცანი, ქმნულნი თითთა შენთანი, მთოარე და ვარსკულავნი, რომელნი შენ დაჰბადე“; რომლითა-ესე გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი და მპყრობელი ყოვლისაჲვე.
და კუალად ამისა შემდგომად ამაღლებისა მისისათჳს თქუმული წინაწარმეტყუელებაჲ სწორებასა მას მისსა მამისა თანა მოასწავებს და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“; და ესაია იტყჳს: „რომელი-იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა, და მას წარმართნი ესვიდენ“. არამედ ამას ადგილსა სიტყუაჲ ჰურიათა მიმართ იყო, ამისთჳს თქუა: „რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაჱლი“, და მან ყოველივე სოფელი დამწყსო. არამედ, ვითარცა ზემო ვთქუ, არა გამოაცხადებს ჯერეთ სიტყუასა მას წარმართთა შეწყნარებისასა, რაჲთა არა მიზეზ დაბრკოლებისა სცეს ჰურიათა, რამეთუ ესე გულისჴმისსაყოფელ არს მარადის, რომელ ვითარცა-იგი უფალმან განაგო მოქალაქო...