...ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ასულსა სიონისასა...“ (ზემოწერილნი იგი სიტყუანი), ხოლო დავით ღაღადებდა: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“; და „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“. რამე-თუ რასა აწ ერნი ესე გალობდეს, მან პირველვე ქადაგა. ხოლო შენ იხილე ჰურიათა მათ დაბრმობილთა ვერაგობაჲ, რამეთუ ერი იგი მარტივი და ფრიადისა უკეთურებისაგან თავისუფალი და ყრმანი იგი უმანკონი მიეგებვოდეს უფალსა, ხოლო სხუანი იგი განცჳბრებულ იყვნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე? ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ“ (21,10-11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესოდენნი საკჳრველებანი მისნი ეხილნეს და არაოდეს ესრეთ განკჳრვებულ იყვნეს, ხოლო აწ, იხილეს რაჲ ერი თანამავალად, განკჳრდეს, ესრეთ უგუნურ იყვნეს და მოშურნე. ხოლო ერიცა იგი, რომელი იტყოდა: „ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იესუ“, უმეცრებისაებრ თჳსისა იტყოდა, რამე...