...ენთჳს ღობე?“ რამეთუ აზნაურებაჲ იგი მოქალაქობისა მის აბრამეანისაჲ დაფარა რჩულმან მან მოსესმან. და კუალად განაღო ღობე იგი და შუაკედელი სახარებამან ქრისტესმან, რამეთუ მარადის წერილი ძუელსა მას რჩულსა ღობედ და შუაკედელად უწესს, ვითარცა იტყჳს დავით: „დაარღჳე ღობე მისი, და მოჰყურძნიან მას თანაწარმავალნი გზისანი“; და ესაია იტყჳს: „ზღუდე მოვადგი მას“; და პავლე ღაღადებს: „შუვაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰ-ჴსნა“. სხუათა კუალად ესრეთ თქუეს, ვითარმედ: რომელმან-იგი ჴელი გამოიღო პირველ, სახე იყო ძუელისა რჩულისაჲ, და მერმე უკუიქცა, და უმრწემესი იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუაკედელი და ღობე დამაყენებელი განკუეთა, რომელ იყო სახე ახლისა ამის რჩულისაჲ. ჰხედავა, ვი-თარ არა ცუდად აჴსენა საქმე იგი იუდაჲსი? ამისთჳს რუთს და თამარს სახელ-სდებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩუენთა დაჴსნად მოვიდა ქრისტე, რამეთუ არა შჯად მოვიდა, არამედ - კურნებად. ვითარცა უკუე მამათმთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმან ბუნებაჲ იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსა თჳსსა. ვითარცა-იგი წინაწარმეტყუელნი პირველითგა...
ფსალმუნნი 79:13
12. მისწუადნა რქანი მისნი ზღუადმდე და მდინარედმდე _ მწუერვალნი მისნი.13. აწ რად მოჰჴადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი?14. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძჳნვარემან მოძოა იგი.
ფსალმუნნი თავი 79