...ის, რომ იგი არა მხოლოდ შეჭირვებებში, არამედ შვებაშიც ფხიზლობდა. რადგან მრავალი, როცა განსაცდელებით დამდაბლდება, უფრო გულმოდგინე ხდება; ხოლო სიკეთეებით — უფრო უზრუნველიც და მოდუნებულიც. ამის შესახებ შემდეგ იუდეველებზე ამბობს: „რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას“ (). მაგრამ ეს კაცი ასეთი არ არის; იგი კეთილდღეობაშიც ფხიზლობს და გამოფხიზლებულია. ეს კი სულიერი სიბრძნისთვის მცირე რამ არ არის. „რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი“ (). სხვა ამბობს: „ჩემს სასარგებლოდ განაჩენი გამოიტანე“. „დაშჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო“ (). „შეჰრისხენ შენ წარმართთა და წარწყმდა უღმრთოჲ“ (). სხვა ამბობს: „მოსპე“. **„სახელები მათი აჰჴოცე უკუნისამდე და უკუნით...
ფსალმუნნი 77:34
33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით.34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობედ ღმრთისა მიმართ.35. და მოიჴსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მჴსნელ მათდა არს.
ფსალმუნნი თავი 77