...სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალად იტყოდეს: „პურის-ცემადცა ნუ უძლოსა ღმერთმან, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?“ ესევითარი ესე საკჳრველებაჲ ესერა საქმით უჩუენა. ამისთჳს უდაბნოდ აღიყვანნა, რაჲთა უეჭუელ იყოს საქმე იგი და ვერვინ თქუას, თუ მახლობელისა მისგან დაბისა მოიღეს ჭამადი. ამისთჳს ადგილსაცა აჴსენებს და ჟამსაცა, რამეთუ მწუხრი იყო. და ამასცა ვისწავებთ საქმისა ამისგან, თუ ვითარ ნეტართა მათ მოწაფეთა გარეწარად და შეურაცხად აქუნდა ჴორციელი ზრუნვაჲ. ამისთჳსცა ათორმეტთა ადგილსა უდაბნოსა მიმავალთა სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი; რამეთუ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი სულიერსა ზედა იყო, და მცირედნიცა იგი პურნი, უბრძანა რაჲ უფალმან მიცემად ერისა მის, გულსმოდგინედ მისცეს და არა თქუეს, თუ: ჩუენ ვინაჲ გამოვიზარდნეთ? რაჲთა ვისწაოთ ჩუენ, დაღაცათუ მცირედი გუაქუნდეს, მის მცირედისაგანცა მიცემაჲ გლახაკთ...
ფსალმუნნი 77:19
18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათჳს.19. და იდრტჳნეს ღმრთისაჲ და თქუეს: ნუ უძლოსმეა ღმერთმან განმზადებად ტაბლა უდაბნოსა შინა?20. ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარჰრღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განმზადებად ტაბლა ერსა თჳსსა?
ფსალმუნნი თავი 77