...ქრისტეანობასა შინა ჰურიაებრნი წესნი, არამედ მან ეგრეთცა აჩუენოს, ვითარ თუმცა იმარხვიდა შჯულსა, მოქმედებითა რაჲთმე მათებრვე, რაჲთა აღეშენნენ იგინი. ხოლო ლოცვაჲ ესე, რომელ აქუნდა ოთხთა მათ კაცთა, აღთქუმაჲ არს. რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთასა ნაცვალად "აღთქუმისა" "ლოცვაჲ" თქუმულ არს: "ილოცეთ და მიეცით" () — ამის წილ, ვითარმედ: "აღუთქუთ და აღუსრულეთ". რამეთუ ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთაჲ, რომელ ვეცხლი შეაწონიან ძესა თჳსსა და საწონი მისი შეწირიან ღმრთისა. ხოლო უფალმან ჰურიათა შორის აღასუბუქა ფასი ესე. და აღრიცხუვასა შინა პირმშოთასა განაწესა წულისათჳს ერგასისი დიდრაქმაჲ, ხოლო ქალისათჳს ოც და ათი, საჴსრად პირმშოებისა მათისა, ვითარცა წერილ არს წიგნსა რიცხუთასა აღრიცხუვასა მას შინა ლევიტელთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ-რე წარმართთაცა შორის შემცირდა ესე, რამეთუ ნაცვალად ძისა საწონისა თმაჲ მოზრდილი და თხზული მოჰკუეციან და ამისი საწონი ოქროჲ შეწირიან ღმრთისა. ხოლო აწ ლოცვად სახელდებულისა ამის აღთქუმისა სახენი მრავალ იყვნეს ისრაიტელთა შორის. რამეთუ რაჟამს სენსა რასმე ანუ განსაცდელსა შთავარდიან, რომელმან-მე აღუთქჳს შეწირვაჲ მსხუერპლთაჲ, სხუამან — საჴმართაჲ, სხუამან — თავისა თჳსისაჲ, სხუამან — დღეთა რათმე რიცხუედთა არა სუმაჲ ღჳნისაჲ გინა არა კუეცა...
ფსალმუნნი 75:12
11. რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისა დღესასწაულებდეს შენდა.12. ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი, რომელნი არიან გარემოს მისა, შეწირონ ძღუენი13. საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა.
ფსალმუნნი თავი 75