...ნაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდეს, მასცა არა ნებსით, არამედ უნებლიაჲთ იქმს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ“;
ფსალმუნნი 72:27
26. მოაკლდა გულსა ჩემსა და ჴორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისა და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე.27. რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდენ; და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან.28. ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს; დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაჲ შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.
ფსალმუნნი თავი 72