...და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი“** (). და საიდან მივიდა იგი ასეთი სიტყვის თქმამდე, თვითონ ამბობს: „აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე“ (). შემდეგ იხილე, როგორ იბრუნებს საკუთარ თავს: ამბობს: „და ვთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა, ესერა, ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ. და გულსა მომიჴდა ცნობად, ესე არს შრომაჲ ჩემი ჩემ წინაშე, ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისჴმა-ვყო აღსასრული მათი“ ().
ხოლო რასაც ამბობს, ასეთი აზრია: ვშრომობდი, ვიტანჯებოდი გულისსიტყვებში. რადგან ასეთია გულისსიტყვა. შემდეგ ვფიქრობდი, რომ მძიმე საქმეს ვაკეთებ. თუ ამას გამოვიძიებ, ვერაფერს შევძლებ ცხადად ვიცოდე, ვიდრე სამშობლოს არ დავიბრუნებ. ხედავ, რაოდენი ბოროტებაა რწმენის საქმეების გულისსიტყვებისთვის მინდ...