...შ, იხილე, სხვა, რომელიც ამაში ფრიად არ არის გაწვრთნილი, როგორ კოჭლობს და მღელვარებს. რადგან, თუ დავითიც ამბობს იმ ფსალმუნს, არა საკუთარი პირით ამბობს, არამედ კოჭლობით შეპყრობილთა განცდებს გადმოსცემდა, როცა ასე ამბობდა: „ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს“ ()! „ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი“ (); იგი ამას ფეხებისა და ნაბიჯების შესახებ კი არ ამბობს, არამედ კოჭლი გულისსიტყვების შესახებ. შემდეგ მიზეზსაც ურთავს და ამბობს: „რამეთუ ვეშურე უშჯულოთა“ (), ესე იგი, ხედავდა, რომ ბარბაროსები წარმატებულნი იყვნენ, იუდეველთა საქმეები კი დამდაბლებული. და კოჭლობის რა სახეს გულისხმობს? „და ვთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ჴელნი ჩემნი“ (). და საიდან მივიდა იგი ასეთი სიტყვის თქმამდე, თვითონ ამბობს: **„აჰა, ესერა, ესე ცოდვილნი წარმართებუ...
ფსალმუნნი 72:1
1. მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა ესესნი, ფსალმუნი ასაფისა, გალობაჲ ასურასტანელისა მიმართ, ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა წრფელთათჳს.2. ხოლო ჩემი, კნინღადა, შემიძრწუნდეს ფერჴნი, მცირედღადა, შემიცთეს სლვანი ჩემნი.
ფსალმუნნი თავი 72