მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:10

9. უფალმან განსაჯნეს ერნი; მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა და უმანკოებითა ჩემითა ჩემდამო.10. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.11. შეწევნა ჩემი ღმრთისა მიერ, რომელმან განარინნის წრფელნი გულითა.
ფსალმუნნი თავი 7
10. აღესრულნედ ძჳრნი ცოდვილთანი და წარუმართო მართალსა, რომელი განიკითხავ გულსა და თირკმელთა, ღმერთო მართალო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...ხავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).

ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“; და კუალად იტყჳს: „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, ღმერთი მართალი“; და კუალად წერილ არს: „კაცი პირსა განიცდინ და ღმერთი - გულსა“. და ესე მრავალკერძო საცნაურ არს, ვითარმედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს განცდაჲ გონებათაჲ. ხოლო ქრისტემან რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ღმერთი არს თანასწორი მამისაჲ, ამისთჳს რომელსა იგინი ზრახვიდეს გულთა შინა თჳსთა და არა გამოაცხადებდეს, რამეთუ ეშინოდა ერისა მისგან, გამოუცხადა მათ და გულისსიტყუანი მათნი საცნაურ-ყვნა და ჰრქუა მათ სახიერებით: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა“ და შეპყრობილ ხართ ორითა სენითა ბოროტითა: შურითა და ურწმუნოებითა? ამისთჳსცა ესერა პირველსა მას ზედა სხუასაცა სასწაულსა წინაგიყოფ გულსავსეყოფად ურწმუნოებისა თქუენისა და გამოგიცხადებ დაფარულსა გულთა თქუენთასა და მას ზედა სხუასაცა შევსძინებ - განკურნებასა მას განრღუეულისასა. აწ უკუე „რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყ...

სრულად ნახვა