მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 7:1

1. ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.2. უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე და ყოველთა მდევართა ჩემთაგან მიჴსენ მე.
ფსალმუნნი თავი 7
1. ფსალმუნი დავითისი, რომლითა აქო უფალი სიტყუათა მათთჳს ქუშისთა, ძისა იემენისთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამას სადმე [ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ, და იქმ მასვე, ვითარმედ შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა, და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ? (2,3-4).:

...ნი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().

მოციქულისაჲ: ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნა (2,4-6).

თარგმანი: ამის, რაჲთა, შეურაცხ-ყოფისა, დროებაჲ და ჟამი სინანულისაჲ. ხოლო, უკუეთუ ესე შეურაცხ-ჰყო თჳთ მოიზიდავ თავისა შენისა რისხვასა სიფიცხითა მაგით შენითა. რამეთუ, ვინმცა იყო უფიცხესი მისსა, რომელი არცა სულგრძელებისაგან შეიკდემდეს, არცა რისხვისაგან შეიშინ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).:

...„ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე, და იგინი იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არაჲ მოაკლდეს“, რამეთუ მისი ბუნებაჲ უზეშთაეს ყოვლისავე შეცვალებისა არს. და მიექეცინ გმობაჲ მათი თავსავე მათსა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ბუნებაჲ მისი ჴორციელ იქმნა. რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუაჲ ესე, თუ: „ჴორციელ იქმნა“, ამისთჳს ოდენ თქუა მახარებელმან, რაჲთა ჭეშმარიტად ჴორცთა შესხმაჲ მისი დაამტკიცოს, ისმინე შემდგომი იგი სიტყუაჲ მისი, ვითარ აღმოჰფხურის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და განსწმედს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაემკჳდრა ჩუენ შორის“ (1,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნურას ბოროტსა მოიგონებ სიტყჳსა მისგან, რომელ ვთქუ, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რამეთუ არა თუ შეცვალებაჲ ვთქუ შეუცვალებელისა მის ბუნებისაჲ, არამედ დამკჳდრებაჲ ჩუენ შორის. ხოლო დამკჳდრებული არა არს იგივე, რომელსა შინა დაემკჳდროს, არამედ სხუაჲ სხუასა შინა დაემკჳდრების. და ეგრეთვე მან ღმერთმან ჩუენ შორის დაიმკჳდრა; უკუეთუ არა, არღარა დამკჳდრება ეწოდების. ხოლო რომელ ვთქუ, ვითარმედ სხუაჲ სხუასა დაიმკჳდრებს, ვთქუ ბუნებისა მისთჳს ღმრთეებისა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღუეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა“ (9,4-8).:

...ხავთ გულთა შინა თქუენ-თა?“ (9,3-4).

ხოლო ცნობაჲ დაფარულთა გულისათაჲ ჭეშმარიტად მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ იცნი გულნი ჩუენნი მხოლომან“; და კუალად იტყჳს: „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა, ღმერთი მართალი“; და კუალად წერილ არს: „კაცი პირსა განიცდინ და ღმერთი - გულსა“. და ესე მრავალკერძო საცნაურ არს, ვითარმედ მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს განცდაჲ გონებათაჲ. ხოლო ქრისტემან რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ღმერთი არს თანასწორი მამისაჲ, ამისთჳს რომელსა იგინი ზრახვიდეს გულთა შინა თჳსთა და არა გამოაცხადებდეს, რამეთუ ეშინოდა ერისა მისგან, გამოუცხადა მათ და გულისსიტყუანი მათნი საცნაურ-ყვნა და ჰრქუა მათ სახიერებით: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა“ და შეპყრობილ ხართ ორითა სენითა ბოროტითა: შურითა და ურწმუნოებითა? ამისთჳსცა ესერა პირველსა მას ზედა სხუასაცა სასწაულსა წინაგიყოფ გულსავსეყოფად ურწმუნოებისა თქუენისა და გამოგიცხადებ დაფარულსა გულთა თქუენთასა და მას ზედა სხუასაცა შევსძინებ - განკურნებასა მას განრღუეულისასა. აწ უკუე „რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყ...

სრულად ნახვა