მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 67:2

1. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა2. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.3. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.
ფსალმუნნი თავი 67
2. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
სააღდგომო ეპისტოლე 2025 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე და სიხარულით დატკბებიან ().

როგორი დიდი ნუგეშია წმ. დავით მეფის ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებში! როგორი იმედითა და სულიერი სიხარულით გადაეცემოდა თაობიდან თაობას ბოროტებაზე გამარჯვების ეს საგალობელი. დიადი ჟამის აღსრულებას კი, უკვე თითქმის 2000 წელია, გამორჩეულად აღნიშნავს კაცობრიობა; ჩვენც დღეს ამ ზეიმის მონაწილენი ვართ.

კიდევ ერთხელ მინდა, მოკლედ შეგახსენოთ, თუ როგორია გზა სამოთხიდან, მიწიერი ყოფის გავლით, ცათა სასუფევლამდე.

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროში თავის ხატად მხოლოდ ადამიანი შექმნა და დაადგინა სხვა ქმნილებათა განმგებლად; მისცა თავისუფლება და ედემის ბაღის პატრონობა დაავალა; იგი უნდა ყოფილიყო ამ ბაღის და ცნობადისა და სიცოცხლის ხეთა ბრძენი მცველი;...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სახეობრივი იარაღი და ქრისტეს ძლევა:

...ენდნენ, უნდა გაეგოთ, რომ ეს სახეობრივად ითქვა; გარდა ამისა, წერილს არ უგულებელუყვია, რომ სხვა სიტყვებითაც ესწავლებინა მათთვის ღმერთის უვნებობა. მაშ, მოისმინე, სხვაგან როგორ აჩვენებს მისი დასჯის სიადვილეს, როცა ამბობს: „აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“ (). ნუთუ იარაღი სჭირდება? ნუთუ მახვილი სჭირდება? ამბობს: საკმარისია მხოლოდ ის, რომ ღმერთი აღდგეს.

მაგრამ ესეც კვლავ უხეში გამოთქმაა; ამიტომ მრავალ ადგილას ამბობს: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და კვლავ: „პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა“ (). მაგრამ ესეც უხეში გამოთქმაა. მოისმინე უფრო ამაღლებული სიტყვა: „ყოველივე, რაც ინება, მოიმოქმედა“ ()...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8.:

...აქ, მგონია, იგი ეზეკიას დროს მომხდარ გამარჯვებას აღნიშნავს: „ქვეყანას“ ადამიანთა სიმრავლეს უწოდებს, „შემუსვრას“ - მათ დაცემას, ხოლო ღვთის „აღდგომას“ - მის გამოსვლას დასახმარებლად. რადგან დავითიც ასე ამბობს: „აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“ (); და კიდევ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა“ (), რითაც ღვთის მოქმედებებს ადამიანური სახეებით გამოსახავს. რადგან ნათქვამია: „თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ“ (). შემდეგ, რათა მაშინ მსმენელთაგან არავინ დაეჭვებულიყო ნათქვამში, რადგან მოსახდენი ძალიან მოულოდნელი და ყოველგვარ მოლოდინზე აღმატებული იყო, წინასწარმეტყველი მიმართავს მოქმედის ძალას და იმ ადამიანთა უმნიშვნელობას, ვისაც ეს უნდა დაემართოს. რადგან ამბობს: არაფერია ღმერთზე უფრო მაღალი და არც ადამიანებზე უფრო უმნიშვნელო. ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ეს დიდი და ძლიერი ასე ერთბაშად შეძლებს უმნიშვნელოთა დამდაბლებას....

სრულად ნახვა