...იტყვაა, მითხარი? ის სიტყვა, მოციქულთა მეშვეობით წარმოგზავნილი, რომელმაც ფრთაზე უფრო მსუბუქად ყოველივე მოიარა. ამიტომ დავითიც, როცა ამას სხვაგან საიდუმლოდ მიანიშნებს, ამბობს: „უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა“ ().
თუ ვინმე უგუნურთაგან დაეჭვდეს, ბუნებრივ მოვლენებში მომხდართაგან აიღოს მტკიცებულება და ისწავლოს, როგორ მოდის თოვლი ერთბაშად და დროის ერთ წამში მთელ დედამიწას ფარავს: არა ისე, რომ მის ზედაპირს თანდათანობით შემოუვლიდეს, არამედ ერთბაშად მოსავს მას. ამრიგად, რადგან იგი წინასწარმეტყველი იყო და ბუნებრივია, რომ მომავალს წინასწარ აცხადებდა და ამას აღმყვანებელი აზრით საიდუმლოდ მიანიშნებდა, იგი შესაბამისად ჩერდება იმ მსჯელობაზე, რომელიც სტიქიონებს ეხება. ხოლო რასაც ამბობს, ასეთია: მთელი დედამიწა ღვთის სიტყვით განისწავლება, თანაც დიდი სისწრაფით და მცირე დროში. შემდეგ, რათა ვინმემ არ იეჭვოს: თუ იუდეველები, ერთი ერი, ამდენ ხანს ასეთი მზრუნველობით სარგებლობდნენ და მაინც გამოცდილი არ გამხდარ...