მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 67:1

1. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა2. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.
ფსალმუნნი თავი 67
1. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქრისტეს ძლევა და მეუფის სიმაღლე:

...და კვლავ: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა“ (). ეს ხომ სწორედ ამ ფსალმუნშია ნათქვამი. და კვლავ, სხვა ადგილას: „აღჰჴედ მაღალსა და წარმოსტყუენე ტყუჱ და მოიღე ნიჭები კაცთა შორის“ (). ოდესღაც იუდეველებმაც აღავლინეს გამარჯვების საგალობელი, როცა ეგვიპტელთა ბანაკი ზღვაში ინთქმებოდა, და ამბობდნენ: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ ().

მაგრამ ჩვენი გამარჯვების ხმა ბევრად უფრო დიდია: არა ეგვიპტელები ჩაიძირნენ, არამედ დემონები; არა ფარაონი დამარცხდა, არამედ ეშმაკი; არა ხილული იარაღი იქნა აღებული, არამედ ბოროტება მოისპო; არა მეწამულ ზღვაში, არამედ მეორედ შობის საბანელში; არა აღთქმის მიწისკენ გამოვდივართ, არამედ ზეცისკენ გადავდივართ; არა მანანას ვჭამთ, არამედ მეუფის სხეულით ვიკვებებით; არა კლდიდან წყალს ვსვამთ, არამედ გვერდიდან გამომდინარე სისხლს. ამიტომ ამბობს: „აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი“ (),...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დაცვა და სიტყვის სისწრაფე:

...იტყვაა, მითხარი? ის სიტყვა, მოციქულთა მეშვეობით წარმოგზავნილი, რომელმაც ფრთაზე უფრო მსუბუქად ყოველივე მოიარა. ამიტომ დავითიც, როცა ამას სხვაგან საიდუმლოდ მიანიშნებს, ამბობს: „უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა“ ().

თუ ვინმე უგუნურთაგან დაეჭვდეს, ბუნებრივ მოვლენებში მომხდართაგან აიღოს მტკიცებულება და ისწავლოს, როგორ მოდის თოვლი ერთბაშად და დროის ერთ წამში მთელ დედამიწას ფარავს: არა ისე, რომ მის ზედაპირს თანდათანობით შემოუვლიდეს, არამედ ერთბაშად მოსავს მას. ამრიგად, რადგან იგი წინასწარმეტყველი იყო და ბუნებრივია, რომ მომავალს წინასწარ აცხადებდა და ამას აღმყვანებელი აზრით საიდუმლოდ მიანიშნებდა, იგი შესაბამისად ჩერდება იმ მსჯელობაზე, რომელიც სტიქიონებს ეხება. ხოლო რასაც ამბობს, ასეთია: მთელი დედამიწა ღვთის სიტყვით განისწავლება, თანაც დიდი სისწრაფით და მცირე დროში. შემდეგ, რათა ვინმემ არ იეჭვოს: თუ იუდეველები, ერთი ერი, ამდენ ხანს ასეთი მზრუნველობით სარგებლობდნენ და მაინც გამოცდილი არ გამხდარ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ნუუკუე მუნცა მივიდეს უფალი და განდევნოს და ყოველნი იგი მუნ შეყენებულნი განათავისუფლნეს. ამისთჳს თითოსახეთა ღონეთა იქმოდა და მრავალთა შემწეთა მოიპოებდა, რაჲთამცა არა მივიდა მკუდართა თანა უფალი. რამეთუ იწყო ცნობად, ვითარმედ იგი არს, რომლისათჳს წერილ არს: „აჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა ნიჭები კაცთა“.

ამისთჳს კუალად აღძრნა ჰურიანი კიცხევად და ყუედრებად უფლისა; და ეტყოდეს: „ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღა-შენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!“ და სხუასა მრავალსა ესევითარსა იტყოდეს, რავდენსაცა ეშმაკი მოაგონებდა, რაჲთამცა ყუედრებათა მათთათჳს გარდამოჴდამცა უფალი მაგიერ ჯუარით და არამცა მივიდა მკუდართა თანა, რაჲთა ესრეთ დაშთეს მტერსა ჴელმწიფებაჲ მკუდართაჲ.

ხოლო მაცხოვარსა და ჭეშმარიტად ძესა ღმრთისასა არა სივლტოლი-თა სიკუდილისაგან, არამედ სიკუდილისა მიერ და ჯუარისა დათრგუნვითა სიკუდილისაჲთა ენება გამოჩინებად, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს და ცხორებაჲ ჭეშმარიტი.

რამეთუ ჴელ-ეწიფებოდა გარდამოსლვაჲ ჯუარით, რომელმან-იგი აურაცხელნი მკუდარნი აღადგინნა. არამედ გარდამოსლვაჲ ჯუარით სივლტოლასა აჩუენებდა სიკუდილისაგან, ხოლო დადგრომაჲ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ყანისანი, და ქუეყანაჲ ღირს იქმნა შეწყნარებად ზეცისათა, და შემოვიდა შორის მშჳდობაჲ იგი, რომლისა ხილვად მრავლით ჟამითგან სურვიელ იყვნეს ანგელოზნი და ყოველნი წმიდანი. მუნ იხილოთ აღმართებული შუენიერი იგი და დიდებული საჭურველი ჯუარისაჲ, მუნ იხილოთ „ტყუე იგი, რომელი წარმოტყუენა ქრისტემან, აღჴდა რაჲ მაღალსა“, ; ვითარცა წერილ არს, დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ, რომელი გამოუღო ჴელთა მთავარსა მას ბნელისასა, სოფლისმპყრობელსა მას უკეთურებისასა.

ესე ყოველი წმიდისა მის სახარებისაგან ისწაოთ უცთომელად. უკუეთუ გულსმოდგინედ და წადიერებით გულისჴმა-ჰყოთ, უკუეთუ შემომიდგეთ უცონელად, ზედამიგაწინე ყოველსავე და გიჩუენო, სადა-იგი ძეს სიკუდილი ძარღუშეჭრილი და თავწარკუეთილი, სადა-იგი ჰკიდავს ცოდვაჲ ძელსა აბმული, სადა ძეს იავარი იგი და ნატყუენავი ესევითარისა მის ბრძოლისაჲ; გიჩუენო მძლავრი იგი ბოროტი, შეკრული და შებორკილებული, ზღუდენი ქალაქისა მისისანი დარღუეულნი, სადა-იგი მეუფებდა, სადა-იგი შეეწყუდინეს სულნი წარმართთანი. იხილნეთ ჴურელნი იგი და ქუაბნი ავაზაკთმთავრისანი, შელეწილნი და გამოკრეხილნი. მუნცა მიიწია მეუფჱ და ყოველივე იავარ-ყო. არამედ ნუ შრომა გიჩნს და საწყინო თხრობაჲ ესე, რამეთუ უკუეთუმცა ვინ ჰამბა...

სრულად ნახვა