...თსა, რაჲთა მთხოელი იგი კადნიერ იყოს სიტყუად: "უსამართლობასა თუ მივხედევდ გულითა ჩემითა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი" (). ესე იგი არს, რაჟამს არარას განხრწნადსა ანუ განმხრწნელსა და სულისა მავნებელსა ვითხოვდეთ, მაშინღა ითქუმის, ვითარმედ: "ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან" (). რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ რამეთუ არარაჲ სოფლიოთა მავნებელთაგანი რაჲმე ვითხოე, გარნა რაჲ-იგი მან უწყის უმჯობესი მოცემად ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ არა უწყით უმჯობესი ჩუენი, ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოველსა სათხოელსა ზედა დავჰრთოთ ღმრთისა მიმართ: ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ.
ფსალმუნნი 65:19
18. სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.19. ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.20. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.
ფსალმუნნი თავი 65