მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 62:7

6. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი.7. უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;8. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.
ფსალმუნნი თავი 62
7. უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარმსაცა გევედრებოდე შენ;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მბ რაჲთა ვიღუაწოთ არა ვნებად, არცა ძჳრის-ზრახვად მოყუასთა, არამედ თავთა თჳსთა განვიკითხვიდეთ:

...ა ზედა შენსა ესევე განსაკითხავი გონებასა შინა შენსა შემზადე. ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: „რაჲ სთქუათ გულთა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა მოგიჴსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღვიმსთუე და გევედრებოდე შენ“. ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელი ვითარცა იტყოდა, ეგრეთცა იქმოდა. ამისთჳსცა ღაღადებს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“. რამეთუ ესევითარსა განსაკითხავსა შეუმზადებდა სულსა თჳსსა დღითი-დღე.

უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თჳსთა, რამეთუ რომელი უცნაურთა ბრალთათჳს შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათჳს არამცა ძლიერად განიკითხვიდაა?

ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ და-რაჲ-ვწვით სარ...

სრულად ნახვა