მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 61:13

12. ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისაჲ არს სიმტკიცე.13. და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.
ფსალმუნნი თავი 61
13. და შენი არს, უფალო, წყალობაჲ, და შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“ (5,31-32).:

...; და ვითარმედ: „მკუდართა ისმინონ ჴმისა ჩემისაჲ, რომელთამე აწ და რომელთამე უკუანაჲსკნელ“; და ვითარმედ: „ყოველთა სიტყუაჲ მოვჰჴადო საქმეთა მათთათჳს“. ; ; და ვინაჲთგან ესე ყოველი წამებაჲ ჩემი არს, და წამებაჲ ჩემი წინაშე თქუენსა არა ჭეშმარიტ არს, იხილენით სხუანი იგი მოწამენი ჩემნი.

და ესრეთ სარწმუნო-ჰყოფდა სიტყუასა თჳსსა, რაჟამს პირველად დაფარული გონებათა მათთაჲ გამოუცხადა და ესე ერთი სასწაული უჩუენა თჳსისა ძალისაჲ; და შემდგომად მისა სხუანიცა სიმტკიცენი შემოიხუნა, რამეთუ სამნი მოწამენი მოართუნა სიტყუათა თჳსთანი: ერ-თად, საქმენი, რომელთა იქმოდა, და მერმე, წამებაჲ მამისაჲ და ქადაგებაჲცა იოვანესი. და პირველად უდარჱსი იგი უთხრა მათ, რომელ არს იოვანესი, რამეთუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, მეყსეულად შესძინა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი“ (5,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ამითცა სიტყჳთა საცნაურ არს, ვი-თარმედ სიტყუაჲ იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).:

...ნა“; და: „მრავლისაებრ წყალობისა მისისა მრავალ არს მხილებაჲცა მისი“, რამეთუ ცოდვათაებრ ჩუენთა მოგუეცემის მოსაგებელი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ; ;

და ესე დიდი კაცთმოყუარებაჲ არს ღმრთისაჲ, რამეთუ ღმერთმან ორად ცხორებად განყო საქმჱ ჩუენი: ერთად, საწუთროდ, და მეორედ, საუკუნოდ. და ერთი ესე ცხორებაჲ ღუაწლთა ჟამად განაწესა და მეორე იგი - გჳრგჳნთა და მოსაგებელთა. და ამასცა ზედა დიდი კაცთმოყუარებაჲ გუაჩუენა, რამეთუ ვქმნენით ჩუენ მრავალნი ცოდვანი და არა დავსცხერით სიყრმითგანვე სიბერედმდე შეგინებად სულისა, და მათ ყოველთა შენდობაჲ მოგუცა წმიდითა ნათლის-ღებითა, და მოგუენიჭა ჩუენ სიწმიდჱ. და კუალად, რომელმან სიჩჩოჲთგან მიიღოს წმიდისა ნათლის-ღებისა საიდუმლოჲ, და მერმე შემდგომად ამისა შეაგინოს სული თჳსი, იგი ბევრეულთა სატანჯველთა ღირს არს, გარნა მასცა განუღო ღმერთმან კარი სინანულისაჲ და მოსცა მრავალი ღონჱ განწმედად ცოდვათა თჳსთა. და ესე ყოველი გულისხმა-ყავ, ვითარისა სახიერებისა სახენ...

სრულად ნახვა