...ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე"** (). ხედავ, როგორ იყო მისი სული მუდმივ შემუსვრილობაში? საზრდელი ჩემთვის, ამბობს, პური, ნადიმი სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემი ცრემლები ღამით და დღისით. და კიდევ: „დავშუერი მე სულთქმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი" (). რას ვიტყვით ან რით გავიმართლებთ თავს ჩვენ, რომლებიც ისეთი შემუსვრილობის გამოვლენასაც არ ვინდომებთ, როგორსაც ამდენი საქმით დატვირთული მეფე იჩენდა? და კიდევ, მითხარი, რა არის ამ თვალებზე მშვენიერი, რომლებიც გამუდმებული ცრემლებით, ვითარცა მარგალიტით, იმშვენიერებდნენ? შენ ნახე მეფე, რომელიც ღამითაც და დღისითაც ღვრიდა ცრემლებს და ლოცვაში იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ...
ფსალმუნნი 6:7
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...გიჴსენე შენ სარეცელსა ჩემსა ზედა, ცისკარსამცა აღვიმსთუე და გევედრებოდე შენ“. ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელი ვითარცა იტყოდა, ეგრეთცა იქმოდა. ამისთჳსცა ღაღადებს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“. რამეთუ ესევითარსა განსაკითხავსა შეუმზადებდა სულსა თჳსსა დღითი-დღე.
უკუეთუ შენცა ეგრეთ იქმოდი და მცირეთაცა ცთომათათჳს სულსა შენსა ბრალსა მოჰჴდიდე, დიდთა ყოვლადვე არა მიეახლო, არამედ რომელნი გექმნენ ცოდვანი, იგინიცა შეინანნე და კადნიერებით წარსდგე წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ამისთჳს იტყოდა პავლე: „უკუეთუმცა თავ-თა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“. ეგრეთ წმიდაჰყოფდა იობ შვილთა თჳსთა, რამეთუ რომელი უცნაურთა ბრალთათჳს შესაწირავთა შესწირვიდა, საცნაურთათჳს არამცა ძლიერად განიკითხვიდაა?
ხოლო ჩუენ არა ესრეთ ვიქმთ, არამედ და-რაჲ-ვწვით სარეცელთა ზედა, მეყსეულად ანუ არაწმიდათა გულისსიტყუათა ვიწყით წურთად, ანუ ცუდთა და სოფლიოთა საქმეთა ზრუნვად. და საუნჯე თუ მცირედი გუაქუნ, წარმავალი და ამაოჲ, დიდითა კრძალულებითა ვსცვიდით მას მპარავთაგან და ავაზაკთა, ხოლო სულსა ამას ჩუენს...
...რულებისაცა ილოცვიდა, და სისხლი მისი საყჳრისა უძლიერესსა ჴმასა აღუტეობდა. აწ უკუე შენცა, უკუეთუ გული გელმის, სულთ-ითქუენ, ვითარცა წმიდამან მან, რომელმან თქუა: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“; დაიპე გული შენი და ნუ სამოსელი შენი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი; ღრმითა მოხადე უფალსა, რამეთუ იტყჳს: „ღრმითამო ვღაღადებ შენდამი, უფალო“; სიღრმეთაგან გულისათა ასმინე უფალსა ჴმაჲ შენი, საიდუმლო-ყავ ლოცვაჲ შენი. არა ხედავა, ვითარმედ წინაშე მეფისა ყოველნი მოწიწებით და დუმილით დგანან? შენცა წინაშე მეუფისა მის მეუფეთაჲსა მდგომარე ხარ, არა ქუეყანასა ზედა არს დგომაჲ ეგე შენი, არამედ ვითარცა ცათა შინა; ამისთჳს ფრიადი გიჴმს შენ წესიერებაჲ, ფრიადი შიში და ძრწოლაჲ, ანგელოზთა თანამოდასე ხარ, მთავარანგელოზთა თანაზიარ, ქერაბინთა და სერაბინთა გალობასა ჰგალობ. ესე ყოველნი განწყობილნი, რომელნი ვაჴსენენ, რომელთა თანა განწყობილ ხარ შენ, დიდითა კრძალულებითა და წესიერებითა დგანან, დიდითა შიში-თა და მოწიწებითა წმიდასა მას გალობასა ძლევისასა სანატრელითა მით ღაღადებითა უგალობენ ყოველთა ღმერთ...
...რომელნი სიღრმე-თაგან გულისათა მწუხარებისა მისგან საღმრთოჲსა და სიხარულისა მომატყუებელისა აღმოცენდენ, რომელთა მიზეზი სხუაჲ არარაჲ იყოს, გარნა შიში ღმრთისაჲ ანუ სიყუარული.
ესრეთ ცრემლოოდა დავით, რომელი იტყჳს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანე მარადღე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტვე“; „და მექმნეს მე ცრემლნი ჩემნი საჭმლად ჩემდა დღე და ღამე“; „და სასუმელი ჩემი ცრემლითა ჩემითა გავზავე“. ესრეთ ცრემლოოდა ანნა, რომლისათჳს წერილ არს, ვითარმედ: „ილოცვიდა ღმრთისა მიმართ ტირილით, ბაგენი მისნი იძრვოდეს, და ჴმაჲ მისი არა ისმოდა“, არამედ ცრემლნი იგი უმაღლეს ნესტჳსა ჴმობდეს ღმრთისა მიმართ; ამისთჳსცა მეყსეულად ესმა მისი უფალსა და მისცა თხოვაჲ მისი.
უკუეთუ შენცა ესრეთ სტიროდი, ძმაო, მიემსგავსო არა წმიდათა ოდენ, არამედ თავადსაცა მეუფესა. რამეთუ იგიცა ცრემლოოდა ბუნებითა მით კაცობრივითა ლაზარეს ზედა და ქალაქსა მას ზედა და იუდაჲსთჳს. და ესე მრავალგზის ქმნა, ვითარცა ვპოებთ წმიდასა სახარებასა შინა. ხოლო განცინებაჲ მისი არასადა გჳპოვნია, არცა თუ ღიმილი უთქუამს მისთჳ...