მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 56:2

1. დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლისწერისათჳს, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას2. მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ.3. ჴმა-ვყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველისმოქმედისა ჩემისა.
ფსალმუნნი თავი 56
2. მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი; და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარჴდეს უსჯულოებაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი და ძალნი (15,24).:

...სრულიად დასცხრეს ჩუენგან მოქმედებაჲ მათი, რამეთუ აწ ჯერეთ მოქმედებენ კაცთა შორის ბოროტნი იგი ძალნი განდგომილებისანი, ხოლო მაშინ ვერღარა მოქმედებდენ, ვითარცა მიცემულნი სატანჯველსა ულხინებელსა.

ჳკუმენისი: სამოციქულოსა ამას სიტყუასა მსგავს არს საწინაჲსწარმეტყუელოჲ იგი, ვითარმედ: "საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესავ" (), ვიდრემდის წარჴდეს უშჯულოებაჲ, რამეთუ მაშინ წარჴდების, რაჟამს მთავრობანი და ჴელმწიფებანი ეშმაკთანი უქმ და განქარვებულ იქმნნენ.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჯერ-არს მისსა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა (15,25).

თარგმანი: "ვიდრემდისი" ესე არა დასრულებასა მოასწავებს დაუსრულებელისა მის და დაუსაბამოჲსა ქრისტეს მეუფებისასა, არამედ შენსა სულმოკლებასა ნუგეშინის-სცემს, იტყოდი რაჲ, ვითარმედ: "დაღაცათუ მოაუძლურა ქრისტემან ძალი ეშმაკისაჲ ჯუარცუმითა თჳსითა, არამედ ჯერეთ ჰმძლავრობს ვიეთმე". ამისთჳს გეტყჳს მოციქული, ვითარმედ: შეისწავე ჟამი განჩინებული სრულიად უჩინო ყოფისა მათისაჲ, რამეთუ არა დააცადებს ყოვლისავე ყოფად და ესრეთ ფლობად სუფევითა თჳსითა და წმიდათა მისთაჲთა, ვიდრემდის სიმრავლითა ტყუეთა ეშმაკისაგან მოტაცებულთაჲთა აღავსნეს სიმრავლენი იგი მათ სავანეთანი, რომელ არიან მრავალ სახლსა შინა მამისა მისისასა....

სრულად ნახვა