...მედ ცოცხალიღა არს და მან ქმნა ნიშები იგი დიდებული, და მოიქცენ და შეინანონ. გარნა არავინ იყო მათ შორის მეცნიერ, არავინ იყო მიერთამდე. სამარე ზეღებულ იყო ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვასა იტყოდეს. დასაჯენ იგინი, ღმერთო, უტყუ იქმნენ ბაგენი იგი მათნი მზაკუვარნი, რომელნი იტყოდეს მართლისა მის ზედა უშჯულოებასა. ; (5,11); (30,19) არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.
„და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე?“ ესე თქუა მაცხოვარმან, რაჲთა ცნან ყოველთა, ვითარმედ არა არს წინააღმდგომ ღმრთისა, არამედ აღსასრულადმდე პატივ-სცემს მამასა, და ჰრცხუენოდის ჰურიათა, რომელნი გმობდეს მისა მიმართ. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელისაცა სიტყუაჲ აჴსენა, რაჲთა ცნან, ვითარმედ ეწამების შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა.
ხოლო ვითარ თქუა, თუ: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტევებ მე“? არა თუ იგი დატეობილ იყო მამისაგან ანუ თჳსისა ღმრთეებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ვითარმედ შეიმოსა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი, ყოველივე ჩუენი იჩემა; და აწცა ჩუენსა მას საქმესა თავსა შორის თჳსსა გამოსახავ...