მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 50:8

7. რამეთუ, ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.8. რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.9. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე.
ფსალმუნნი თავი 50
8. რამეთუ, ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება:

...მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (), თუ (ასე წამოიძახოდა) კაცი, რომელიც ესოდენ სულიწმიდის ღირსქმნილი იყო და რომელსაც მიცემული ჰქონდა შემეცნება „უჩინოთა და დაფარულთა სიბრძნისა" მისისა (), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, მიწა და ნაცარი, – ჩვენ, რომლებმაც მუდმივად თავი უნდა ჩავღუნოთ და სამყაროს უფლის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას გავიკვირვოთ? რას ვამბობ წინასწარმეტყველზე? ნეტარი პავლე, ეს ცისმაღალი სული, ხორცით შემოსილი და უხორცო ძალებს მსგავსი, ვინც მიწაზე დადიოდა, მაგრამ მოშურნეობით ცას მიმოსდებდა, მან, ღვთის განგებულების მხოლოდ ერთ ნაწილში რომ ჩაიხედა (იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველნი განიშორა, მეორენი კი მიიღო), გაოცებული და განცვიფრებული, ხმამაღლა წამოიძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (). აქ სიამოვნებით ვკითხავ მათ, ვინც ბედავს ღვთის ძის შობის გამოკვლევას და ბედავს სულიწმიდის ღირსების დამცირებას: საიდან, მითხარით, ასეთი თავხედური კადნიერება?...

სრულად ნახვა