მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 50:1

1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი2. რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინაწარმეტყუელი, ოდეს-იგი შეეიდა ბერსაბესა, ჰურიაჲს ცოლისა
ფსალმუნნი თავი 50
1. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 9. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსებად" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კაცთმოყვარეობა დაცემის შემდეგ (3:19):

...გულებელყოფას, ხილულის არაფრად ჩაგდებას, მომავალ სიკეთეზე ფიქრს, ცხოვრებაზე — უკვდავსა და უსასრულოზე. ვინც ასე განაწყობს სულს, ის ღვთისთვის ჭეშმარიტ და სათნო მსხვერპლს სწირავს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (). კეთილგონიერ მონებს არა ისე ასწორებენ სასჯელი და ტანჯვა, როგორც ქველმოქმედება და იმის შეგნება, რომ მათ ნაკლები სასჯელი მიიღეს, ვიდრე თავიანთი ცოდვებისთვის იმსახურებდნენ.

6. სიმდაბლე, მარხვა და სულის ფხიზლობა

მაშასადამე, გევედრებით, შევმუსროთ ჩვენი სული, დავიმდაბლოთ გონება და განსაკუთრებით ახლა, როცა მარხვის დრო ამაში დიდ დახმარებას გვაძლევს. თუ ასეთ განწყობაში მოვიყვანთ თავს, შევძლებთ ლოცვაც დიდი სიფხიზლით აღვასრულოთ და ცოდვათა აღსარებით ზეგარდმო დიდი მადლიც მოვიპოვოთ. და, რომ ასეთი სულები მეუფისთვის სათნოა, ისმინე, როგორ ამბობს თავად ის: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა" (). ამიტომაც ქრისტემ, (მოწაფეებთან) საუბრისას, თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ" (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲე სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა:

...ცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვი-თარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, „მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა: „საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა“. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს: „ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა“, ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: „ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს“. რაჲმცა უკუე იყო უძჳრეს ამპარტავანებისა, რამეთუ ესე არს თავი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ; ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს და უსანატრელეს სიმდაბლისა, რომელი-იგი საკუთარ და საყუარელ ღმრთისა ჰყოფს მუშაკთა მისთა და საწადელ და სანატრელ ყოველთა კაცთა, რამეთუ მუშაკსა მას სიმდაბლისასა ყოველნი ვითარცა მამასა პატივ-სცემენ და ვითარცა ძმ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).:

...შემუსრვილისა და დამდაბლებულისაჲ, რომელი არა სიმრავლისაგან ცოდვათაჲსა იქმნების (რამეთუ იგი არა სრული სიმდაბლე არს), არამედ სიმრავლესა შინა სათნოებათასა გულისაგან წმიდისა და ღმრთისმოყუარისა იშვების, ვითარცა დავით იტყჳს: „მსხუერპლ ღმრთისა არს სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“.

ესრეთ იყვნეს სამნი იგი ყრმანი, რომელნი სიმდიდრესა მას შინა ესოდენთა სათნოებათასა მდაბალ იყვნეს და გლახაკ სულითა, შემუსრვილ და შეძრწუნებულ. ამისთჳსცა სხუასა არარას უჩუენებდეს შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, გარნა ესევითარსა მას გონებასა, და იტყოდეს: „არამედ თავითა დამდაბლებულითა და სულითა გლახაკებისაჲთა შე-მცაწირულ ვართ ჩუენ“. ესენი იყვნეს ჭეშმარიტად გლახაკ სულითა, რომელ არს სრულისა მის სიმდაბლისა საზომი. ამას ესევითარსა საზომსა სიმდაბლისასა ჰნატრის უფალი და იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“. რამეთუ ვინაჲთგან დიდნი იგი ბოროტნი და წარმწყმედელნი სოფლისანი ანპარტავანებისაგან მოიწინეს, ეშმაკი ანგელოზთა თანა იყო და ეშმაკ იქმნა, ვითარცა იტყჳს მოციქული და განაკრძალებს, „არა ახალნერგო, რაჲთა არა განლაღნეს და სარჩელსა შევარდეს ეშმაკისასა“,

სრულად ნახვა