ფსალმუნნი 5:12
11. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.12. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.13. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.
ფსალმუნნი თავი 5