...და შინაგანი იგი ორგულებაჲ და ბილწებაჲ მათი და ყოვლითურთ წარწყმედულობაჲ, რამეთუ ამისთჳს არა ჰრწმენა მისი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს ორგულებითა და ყოვლითავე უშჯულოებითა. ხოლო ამას ესევითარსა სიბოროტესა და საძაგელებასა მათსა არა ქრისტე ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელნიცა გამოაჩინებენ. რამეთუ დავით „სამარე ზეღებულად“ უწოდა მათ, რომლისა სიმყრალე და სიხენეშე განცხადებულად ჩანნ; და ესაია დაწყებასა მებრ წინაჲსწარმეტყუელებისა თჳსისასა უწოდა მათ ნათესავად ცოდვილად და ერად, სავსედ უშჯულოებითა, თესლად ბოროტად, შვილად უკეთურებისად; ეგრეთვე შჯულისმდებელი მოსე ნაშობად ბილწებისა სახელ-სდებს, ნათესავად დრკუდ და გულარძნილად და ერად ცოფად და განდრეკილად, წარწყმედისა მზრახვალად, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ. (2 სჯ. 32, 5-6) და თითოეული წინაჲსწარმეტყუელი შემსგავსებულთა სახელთა უკეთურებისა მათისათა მოიპოებდეს. რომელსაცა ჰნებავს მრავალფერთა მათ სახელთა სიცბილისა მათისათა სწავლად, აღმოიკითხენ წიგნნი იგი საწინაჲსწარმეტყუელონი და ისწაოს. ეგრეთვე უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე სამართლად უწოდა მათ საფლავად განგოზილად, სავსედ ყოვლითავე არაწმიდებითა და უშჯულოებითა.
ფსალმუნნი 5:10
9. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.10. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,11. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.
ფსალმუნნი თავი 5