მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 47:14

13. მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა.14. დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.15. რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნეს ჩუენ უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 47
14. დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა. და განიყავთ ტაძრები მისი, რათა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა“ ().

„დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა.“ ().

„ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.“ ().

1. სიონის განმტკიცება და საყოველთაო სიხარული

აქაც იგი ომებისაგან გათავისუფლებასა და ბრძოლისაგან თავისუფლებას გამოხატავს. რადგან ბაბილონელთაგან დაბრუნებულებმა, ხანგრძლივი ტყვეობისაგან გათავისუფლებულებმა, მამაპაპეული მიწა დაიბრუნეს და მრავალ ომს გადაურჩნენ; ყოველივე ამისათვის მადლობას სწირავდნენ ამ სიკეთეთა მიზეზს, ამ საგალობლებს გალობდნენ და ამბობდნენ: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (). „დიდიაო“, ამბობენ, მაგრამ რამდენად დიდია, ამას აღარ ამბობენ, რადგან ეს არავინ იცის; ამიტომაც დაურთო:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის