მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 45:7

6. ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად.7. შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.8. უფალი ძალთა ჩუენთა, ჴელისაღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი.
ფსალმუნნი თავი 45
7. შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ჴმაჲ თჳსი მაღალმან და შეიძრა ქუეყანა.
ფსალმუნი 45-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი“ ().

„ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.“ ().

„ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და განგების მდინარე

წინასწარმეტყველი ჩვეულ სიბრძნეს მიმართავს: მსმენელს ცხოვრებისეულ საქმეებს აშორებს და ზეგარდამო სასოებამდე აღამაღლებს. ნუ დამიწყებ, ამბობს იგი, იარაღის, ზღუდეებისა და თხრილების ხსენებას; ნურც ფულის სიმრავლეს, საომარ გამოცდილებასა და ცხენთა სიმრავლეს; ნურც მშვილდებს, ისრებსა და ჯავშნებს; ნურც მოკავშირეთა სიმრავლესა და მეომართა მწყობრებს; ნურც სხეულის ძლიერებას და მტრებთან ბრძოლის გამოცდილებას. ეს ყოველივე ობობას ქსელსა და ჩრდილზე უძლურია. მაგრამ თუ გსურს იხილო უძლეველი ძალი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის