მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 45:4

3. ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.4. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.5. სლვა მდინარეთა ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან.
ფსალმუნნი თავი 45
4. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა.
ფსალმუნი 45-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს, დაფარულთათჳს ფსალმუნი“ ().

„ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად.“ ().

„ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა.“ ().

1. ღვთის შეწევნა და განგების მდინარე

წინასწარმეტყველი ჩვეულ სიბრძნეს მიმართავს: მსმენელს ცხოვრებისეულ საქმეებს აშორებს და ზეგარდამო სასოებამდე აღამაღლებს. ნუ დამიწყებ, ამბობს იგი, იარაღის, ზღუდეებისა და თხრილების ხსენებას; ნურც ფულის სიმრავლეს, საომარ გამოცდილებასა და ცხენთა სიმრავლეს; ნურც მშვილდებს, ისრებსა და ჯავშნებს; ნურც მოკავშირეთა სიმრავლესა და მეომართა მწყობრებს; ნურც სხეულის ძლიერებას და მტრებთან ბრძოლის გამოცდილებას. ეს ყოველივე ობობას ქსელსა და ჩრდილზე უძლურია. მაგრამ თუ გსურს იხილო უძლეველი ძალი,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის